5 საათის და 8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

შემოვიდა და გაიბრწყინა! - ცნობილია, ბუდუს შეფასება უნიონ ბერლინის წინააღმდეგ

ბუდენსლიგის 29-ე ტურში ჰაიდენჰაიმმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დასკვნითი გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა.

ქართველი ფორვარდი მატჩში 70-ე წუთზე ჩაერთო და 79-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა.

გამოცემა SofaScore ბუდუს თამაშს 8,0 ქულით აფასებს, რაც მოედანზე მეორე საუკეთესო შედეგია.

Facebook კომენტარები