ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა:
"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ის სტაბილურია, საიმედოა და ყოველთვის მზად არის ბრძოლისთვის.
"უნდა ვაღიარო, ხვიჩა დიდ ტურნირებზე განსხვავებულ მენტალიტეტს ყოველთვის ავლენს", - თქვა ენრიკემ.