16 საათის და 39 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ლივერპულთან" მატჩის წინ ლუის ენრიკემ დიდი დარტყმა მიიღო

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარის სენ-ჟერმენი „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს.

როგორც იკვევა, შეხვედრას გამოტოვებენ ფაბიან რუისი და ბრედლი ბარკოლა, რაც პარიზული გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია.

ორივე მოთამაშე მიმდინარე სეზონში გუნდის შეტევითი და შემტევი ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, შესაბამისად მათი არყოფნა ტაქტიკურ გეგმაზეც გავლენას მოახდენს.

პსჟ-სთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ სამწვრთნელო შტაბს მოუწევს ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება, რათა გუნდმა მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი შემადგენლობა დააყენოს.

ცნობისთვის, ეს თამაში 8 აპირლს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.


Facebook კომენტარები