14 საათის და 40 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სანიოლი - აქ მიწვევდნენ, მაგრამ...

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საკუთარ კარიერაზე:

"ფეხბურთის სამყარო მუდმივად იცვლება და რა თქმა უნდა, ნაკრების კარგი თამაშის გამო, მივიღე გარკვეული შეთავაზებები, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მაგრამ ჯერ კიდევ მინდა ცოტა ხნით საქართველოში დარჩენა, რადგან ვთვლი, რომ შემდგომი განვითარებისთვის კიდევ არის სივრცე. 

პატივისცემის ნიშნად ყველას ვესაუბრე, მაგრამ კლუბებს ვუთხარი, რომ ამ მომენტში წასასვლელად მზად არ ვარ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, კიდევ ცოტა ხნით საქართველოში დარჩენა მინდა".

Facebook კომენტარები