როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დიდი ქართული დაპირისპირება გველის.
8 აპრილს 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს უმასნპინძლებს.
თითქმის 100%-ით ვიცით, რომ ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სუპერკომპიუტერის აზრი ასეთია:
მისი თქმით, პარიზელები საკუთარი კედლების უპირატესობას გამოიყენებენ და ლივერპულს ანგარიშით 3:1 დაამარცხებენ.
გოლებს პსჟ-ს რიგებიდან ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ვიტინია გაიტანენ, წითლებიდან კი ეკიტიკე გამოიჩენს თავს.