მარტის სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა.
ჩვენს ნაკრებს 1350.18 ქულა აქვს და 72-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ასევე უნდა ითქვას, რომ სიის ზედა ნაწილში ცვლილებებია.
რეიტინგის ახალი ლიდერი საფრანგეთის ნაკრები (1877.32 ქულა) გახდა, რომელაც ესპანეთსა (1876.4 ქულა) და არგენტინას (1874.81 ქულა) გადაუსწრო.