ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მან თქვა, რომ პსჟ-ს ქართველ შემტევს სათანადოდ არ აფასებენ:
"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების კაპიტანია. კაშკაშებს და „პარი სენ-ჟერმენში“ საოცარ სამუშაოს ასრულებს.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ კვარა დაუფასებელი ფეხბურთელია, რადგან ხალხს ავიწყდება, თუ როგორი სტაბილურია ის პსჟ-ში", - თქვა რომანომ.