როგორც მოგეხსენებათ, მარტის მეორე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 0:2 დაამარცხდა.
ორივე გოლის ავტორი ჩვენი ბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე გახდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ გიზი მამაგეიშვილის გარჯით კმაყოფილია და მას ივნისშიც გამოიძახებს:
“მისი ფიზიკური მზაობა შთამბეჭდავია. ვფიქრობ, გიზი ბედნიერია, რომ ჩვენთან ერთად არის. მისთვის უჩვეულო პოზიციებზე, თუმცა მაინც, 2 კარგი მატჩი ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, ამ 2 შეხვედრიდან ბევრს ისწავლის და ივნისში კიდევ უფრო უკეთესი იქნება“.