როგორც მოგეხსენებათ, მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა 29 მარტს, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში ჩვენს გუნდს ოთარ კიტეშვილი და საბა გოგლიჩიძე ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან.
გთავაზობთ ჯვაროსნების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ჩვენი ვერსიით:
მეკარე: მამარდაშვილი;
მცველები: გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, დვალი, აზაროვი;
ნახევარმცველები: გაგნიძე, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე;
შემტევები: დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია (კაპიტანი).