ცნობილი ჟურნალისტის რამონ ალვარეს დე მონის მტკიცებით, პსჟ-ს მარჯვენა მცველს, აშრაფ ჰაკიმის „რეალში“ გადასვლა სურს.
როგორც იწერება, ჰაკიმიმ ახლობლებს უთხრა, რომ „რეალში“ დასაბრუნებლად ყველაფერს იღონებს, რომლის სისტემაში 2015-2018 წლებში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ 27 წლის მაროკოელს „სამეფო გუნდში“ თავის საუკეთესო მეგობართან, კილიან მბაპესთან ერთად თამაში უნდა.
აშრაფი პარიზულმა კლუბმა „ინტერისგან“ 2021 წელს 68 მილიონ ევროდ შეიძინა, კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 80 მილიონია.
აქვე გეტყვით, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ჰაკიმის გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ თუ ფეხბურთელი წასვლას დაჟინებით მოითხოვს, შეიძლება ტრანსფერი განიხილოს.