მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
26 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი ისრაელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმსაპინძლებს.
29 მარტს კი ჯვაროსნები ლიეტუვას ესტუმრებიან.
სანაკრებო შეკრება 23 მარტს, დაიწყო.
ისრაელთან მატჩის წინა ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია წარდგა:
"ერთა ლიგის მატჩები? სამივე გუნდი საკმაოდ ძლიერია, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდები თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი ვიყო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მე მომიწია ჯაბას და კაშოს კაპიტნობის დროს თამაში და, რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
მსაჯებთან საუბარი გაკაპიტნების შემდეგ, არ ვფიქრობ, რომ პირადად ამასთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს. შესაძლოა თამაშისას ხანდახან ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია.
რა ვისწავლე ჯაბასგან და კაშოსგან? ისინი რთულ პერიოდში პირველები იდგნენ და პირველები იღებდნენ კრიტიკას. მეც მინდა, იგივე გავაკეთო და მაგალითი ვიყო გუნდელებისთვის".