როგორც მოგეხსენებათ, ივნისში ლეგენდარული გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს.
ეროვნული გუნდის ახალი კაპიტანი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
კვარამ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ეს ძალიან დიდი დაფასებაა და ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მე უნდა ვყოფილიყავი. ვგრძნობ ამ დაფასებას და მიხარია, რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს, რადგან თითეული ფეხბურთელის მაგალითი უნდა ვიყო.
ჩვენ გუნდში გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები - ლიდერები. კაპიტნის სამკლაური იმას არ ნიშნავს, რომ სხვას არ ჰქონდეს ლიდერის თვისებების გამოვლენი საშუალება. მე მიხარია, რომ ერთიანები ვართ და ჩემთვის ყველა ფეხბურთელი კაპიტანია. მთავარია ერთმანეთისთვის ვიბრძოლოთ"