1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა

მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

26 მარტს ჩვენი ეროვნული გუნდი ისრაელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმსაპინძლებს.

29 მარტს კი ჯვაროსნები ლიეტუვას ესტუმრებიან.

სანაკრებო შეკრება დღეს, 23 მარტს, დაიწყება.

მანამდე კი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან გუნდი 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა:

"ჩვენი მიზანია, რომ ერთა ლიგამდე უფრო ძლიერები გავხდეთ, სასურველი მიზანი ვაჩვენოთ და A დივიზიონში დავწინაურდეთ. საქართველოს ამის ძალა შესწევს, ამის გვჯერა და ამის ამბიციაც გვაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გვსურს!", - თქვა ვილი სანიოლმა/1

Facebook კომენტარები