7 საათის და 34 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - როდის და ვის წინააღმდეგ ითამაშებს საქართველოს ნაკრები ივნისში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური სტატია:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მონაწილეა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი-ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება.

ივნისის ამხანაგურ მატჩამდე საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.," - ვკითხულობთ Nakrebi.ge-ზე.

Facebook კომენტარები