7 საათის და 41 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა უფრო წინ ყოფნას იმსახურებს - დასახელდა მსოფლიოს ტოპ 30 საუკეთესო ფეხბურთელი

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა, დაასახელა 30 ფეხბურთელი, რომლებიც ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან. რეიტინგში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ტოპ 30-ში „კვარა“ 25-ე პოზიციას იკავებს. „ევროპაში მოთამაშე ნებისმიერ მცველს რომ ჰკითხოთ, რომელი გარემარბის მეურვეობაა ყველაზე საშიში, არის შანსი, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი ბევრჯერ გაიგონოთ. 

ძალისა და სისწრაფის კომბინაცია მას მარცხენა ფლანგზე მომაკვდინებელ ფეხბურთელად აქცევს და მიუხედავად იმისა, რომ გოლები და საგოლე გადაცემები სტაბილურად არ აქვს, მის თამაშში ბევრად მეტი რამაა, ვიდრე მხოლოდ სტატისტიკა. ხვიჩა კვარაცხელია დაუნდობელია. 

თანაგუნდელების მსგავსად — გუნდის სათამაშო სტილის წყალობით, რომელიც ლუის ენრიკემ დანერგა — ქართველი ფეხბურთელი ისეთივე ეფექტურია, როგორიც პირდაპირი. ნამდვილი გარემარბია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ერთი-ერთზე მეტოქის დამარცხებით სიამოვნებას იღებს. 25 წლის ფეხბურთელს ამ სეზონში უკვე 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს“, — წერს ბრიტანული გამოცემა. Givemesport-ის რეიტინგში პირველ ადგილს კილიან მბაპე იკავებს.

მეორე პოზიციაზე ლამინ იამალი იმყოფება, ხოლო ჰარი კეინი — მესამეა. „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელის შემდეგ ერლინგ ჰოლანდი და პედრი მოდიან, ვინისიუს ჟუნიორი — მეექვსეა, უსმან დემბელე — მეშვიდე, ვიტინია — მერვე, მაიკლ ოლისე — მეცხრე, რაფინია კი მეათე.

Facebook კომენტარები