ბოლო პერიოდში ლივერპულის ბრაზილიელ მეკარეს ალისონ ბეკერს, ხშირად უკავშირებენ სერია A-ს გრანდებს - იუვენტუსს და ინტერს.
იტალიურმა საფეხბურთო გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ალისონის გადასაბირებლად იუვენტუსს უფრო დიდი უპირატესობა აქვს, ვიდრე მილანის ინტერს.
ბიანკონერი თვლის, რომ მათ შეუძლიათ ბრაზილიელის ხელფასის მოთხოვნების დაკმაყოფილება და იმედოვნებენ, რომ ამაში დიდ როლს ლუჩანო სპალეტის ფაქტორიც იქონიებს.
სანამ ალისონი გუნდს შეიცვლის, ყველაზე ხშირად ბრაზილიელს აღნიშნულ ორ იტალიურ გუნდს უკავშირებენ, რადგან ნერაძური, სავარაუდოდ 37 წლის იან ზომერს დაემშვიდობება, მას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება, ხოლო იუვენტუსი თავის მხრივ მიკელე დი გრეგორიოს თამაშით არ არის კმაყოფილი და ამას ბოლო პერიოდიც მოწმობს, როდესაც მან მთავარი მეკარის პოსტი დაკარგა.
ასე და ამგვარად, თუ ალისონის სერია ა-ში ტრანსფერი შედგა, ეს გიორგი მამარდაშვილისთვის იდეალური იქნება, რათა საბოლოოდ დაიმკვიდროს გუნდში ადგილი.