7 საათის და 40 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

UEFA-მ საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო

ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ უეფას საქართველოსთან დახურულ თამაშზე თავისი გულშემატკივრები დააშვებინა.

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, 2026/27 წლების ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან 25 სექტემბერს, შინ და უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს, სტუმარი გუნდის გულშემატკივრები მაინც დაესწრებიან. 

ამის შესახებ ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ (IFA) თავის ოფიციალურ გვერდზე სულ ახლახან გამოაცხადა.

“განახლებული ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან: უეფასთან კონსტრუქციული დიალოგის შედეგად, ვადასტურებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრები, რომლებმაც თამაშზე დასასწრებად სამგზავრო ბილეთები და სასტუმრო წინასწარ, იქამდე დაჯავშნეს, სანამ გამოცხადდებოდა, რომ სტუმრად საქართველოსთან ერთა ლიგის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება, შეხვედრაზე დასწრებას მაინც შეძლებენ. იმ გულშემატკივრებზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ გამგზავრება იქამდე დაგეგმეს, სანამ სტადიონის დახურვის გადაწყვეტილება დადასტურდებოდა, თამაშზე დასასწრები ბილეთები გაიცემა. ფეხბურთის ასოციაცია, უეფას წესების თანახმად, მისთვის კვოტით განსაზღვრულ 1-ელი კატეგორიის ბილეთებს გასცემს. ასოციაცია დაუკავშირდება დაზარალებულ გულშემატკივრებს და გააცნობს ბილეთების შეძენის პირობებს.

პატრიკ ნელსონი (IFA-ს გენერალური დირექტორი): “ვაფასებთ იმ ქომაგის ერთგულებას, რომლებაც უკვე დაგეგმეს ნაკრების მხადასაჭერად გამგზავრება. ამასთან, გვესმის იმ გულშემატკივრების იმედგაცრუებაც, რომლებიც თამაშზე დასწრებას გარკვეული შეზღუდვის გამო ვერ მოახერხებენ. მადლობა მათ მოთმინებისთვის, გაგებისა და ერთგულებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სომხეთთან, 2025 წლის 23 მარტს გამართული, ერთა ლიგის პლეი ოფის საშინაო შეხვედრის (6:1) დროს მომხდარი ინციდენტების გამო დასაჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დისკვალიფიკაციის (უეფას ეგიდით გასამართი პირველი საშინაო მატჩის უმაყურობლოდ ჩატარების) გადაწყვეტილება იმავე წლის აპრილში მიიღო და ქართულ მხარეს მაშინვე აცნობა.

Facebook კომენტარები