6 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მომავალზე ფიქრი თუ გვინდა, მამარდაშვილმა უნდა თამაშოს" - ლივერპულის ფანები ქართველით აღფრთოვანდნენ

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლივერპული გალათასარაის ესტუმრა.

თურქებმა სტუმრებს ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

მოგეხსენებათ, ამ მატჩში წითლების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცვა.

გაშვებულ გოლში მამარდას დადანაშაულება რთულია.

გამოსარჩევია ქართველი კიპერის ორი კარგი სეივი. საერთო ჯამში გიორგის კარგი ტაიმი ჰქონდა.

გიორგის თამაშს ლივერპულის ფანები ასე ეხმაურებიან:

"გიორგიმ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი მეკარეა"

"ამ ოქროს მალავდით? მომავალზე ფიქრი თუ გვინდა, მამარდაშვილმა უნდა თამაშოს"

"დაცვა ისევ ძალიან ცუდ ფორმაშია. გოლი გიორგის ბრალი არ იყო"

"დაიმახსოვრეთ, მამარდაშვილი ალისონზე დიდი მეკარე გახდება"

"ჩემთვის გიორგის ტრანსფერი გასული ზაფხულს საუკეთესო იყო"

"ჩვენ ტოპ კლასის მეკარე გვყავს და მისი ასე არ თამაში არ შეიძლება"

Facebook კომენტარები