ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლივერპული გალათასარაის ესტუმრა.
თურქებმა სტუმრებს ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
მოგეხსენებათ, ამ მატჩში წითლების კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცვა.
გაშვებულ გოლში მამარდას დადანაშაულება რთულია.
გამოსარჩევია ქართველი კიპერის ორი კარგი სეივი. საერთო ჯამში გიორგის კარგი ტაიმი ჰქონდა.
გამოცემა Sofascore-მა მამარდაშვილი 6,8 ქულით შეაფასა.