2 საათის და 52 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: შედევრი! - სალიას ლამაზი გოლი ნიუკასლის რიგებში

ნიუკასლის 21-წლამდელთა გუნდში - ვახტანგ სალიას პირველი გოლი დებიუტიდან 29 წუთში. მან ლესტერის კარი აიღო.

18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კაილ ფიცჯერალდის ჩაწოდება თავური დარტყმით დააგვირგვინა და „იუნაიტედის“ უპირატესობა გააორმაგა - 2:0.

ვახტანგ სალიამ გუნდის მაისურით პირველი ამხანაგური მატჩი გასულ კვირას ჩაატარა და თავის გამოჩენა იქაც მოახერხა.

სალია მძიმე ტრავმის მერე რამდენიმე დღის წინათ დაბრუნდა, როცა ნიუკასლის სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ამხანაგური მატჩი ითამაშა (ჩრდილოეთ ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან) და იმ თამაშში მან თავისი პირველი (არაოფიციალური) გოლი გაიტანა ნიუკასლის მაისურით.

ნიუკასლმა ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდებოდა, სალია ტაინსაიდზე 2025 წლის 30 აგვისტოს გადაბარგდებოდა. იანვარში ფეხბურთელი ნიუკასლს ესტუმრა და კლუბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ედი ჰაუსაც შეხვდა.

სანამ 18 წელი შეუსრულდებოდა, სალიამ დინამო თბილისის მაისურით ჩატარებულ 59 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ნიუკასლში, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშე მოვიდა, მაგრამ აქამდე თავის გამოჩენა ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

მუხლის მყესის პრობლემამ სალიას იჯარით გაშვების ყველანაირი შესაძლებლობა გამორიცხა, რაც თავიდან იგეგმებოდა. ამ მიზეზით ფეხბურთელმა გასულ თვეებში ვერც ნიუკასლის ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიში და თამაში შეძლო.

Facebook კომენტარები