ბოლო დროს მედიაში აქტიურად იწერება, რომ არსენალი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება.
მიკელ არტეტა თავისი შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებას პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვინგერით შეეცდება.
რამდენად რეალურია ტრანსფერი წარმატება ეს სხვა საქმეა, თუმცა ფაქტია, ხმები დაიძრა.
ერთ-ერთი ინგლისური გამოცემა ამ შესაძლო ტრანსფერზე წერს:
"მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არსენალმა ტრანსფერი დახურა, ეს გარიგება კლუბს საშუალებას მისცემს, პრემიერ ლიგა რეგულარულად მოიგოს".