3 საათის და 59 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ბართიშვილს მალე ტოპ გუნდში ვიხილავთ" - რას ამბობს იტალიელი აგენტი, რომელმაც ხვიჩას ტრანსფერში დიდი მონაწილეობა მიიღო

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ, რომელიც მამუკა ჯუღელთან ერთად მუშაობს, Sky Sport-თან ინტერვიუში ქართველ ამომავალ ვარსკვლავზე, 16 წლის ანდრია ბართიშვილზე ისაუბრა:

"საქართველოში ბევრი ტალანტია. მათ შორის, 2009 წელს დაბადებული ბიჭი, რომელიც ძალიან კარგია, თანაც, კვარას პოზიციაზე თამაშობს.

დიდი შანსია, იტალიაში ისიც მალე ვიხილოთ”, - განაცხადა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ 16 წლის ბართიშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია ამჟამად კი იბერია 1999-ის ღირსებას იცავს.

Facebook კომენტარები