სპორტული გამოცემა, FootMercato ვიქტორ ოსიმენის პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერს გამორიცხავს.
წყაროს ცნობით, ნიგერიელი ფორვარდის მოთხოვნები (წლიური ხელფასი 20 მილიონი ევრო) და ამას დამატებული ტრანსფერის თანხა (150 მილიონი ევროს გარშემო) პარიზული გუნდისთვის მიუღებელია.
ასევე გამოცემა წერს, რომ ლუის ენრიკე ოსიმენის შეძენის იდეით დიდად მოხიბლული არ არის.