იტალიური გამოცემა, LaGazttaDelloSport ლივერპულის ბრაზილიელი მეკარის, ალისონ ბეკერის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის კიპერის დამატება ტურინის იუვენტუსს სურს.
ბებერი ქალბატონი თავისი პირველი მეკარით, დი გრეგორიოთი უკმაყოფილოა და მისი სათანადოდ ჩანაცვლება სურს.
ტრანსფერის ალბთობას ზრდის ის ფაქტორი, რომ ალისონს ლივერპულთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუ ის ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს ის მერსესაიდულ კლუბს უდიდესი ალბათობით ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე დატოვებს.
დამატებითი ფაქტორია, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც წითლებმა ბრაზილიელის შემცვლელად იყიდეს. ქართველი კლუბის მრავალწლიენი გეგმის ნაწილი რომაა, ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბეკერს ბიანკონერის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან აქამდე რომაშიც უმუშავია.