საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საიტი ისრაელთან მოეხლოებულ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 26 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს. ბილეთების შეძენისას აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება".