6 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მინდა, რომ სალაჰი კვარამ ჩაანაცვლოს" - რა თქვა ლივერპულის ლეგენდამ

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემილ ჰესკიმ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან მერსესაიდული კლუბის პრობლემებზე ისაუბრა და ხაზი მუჰამედ სალაჰის ჩანაცვლეას გაუსვა.

ჰესკის აზრით, ეგვიპტელის იდეალური შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება:

"ჩვენ მოჰამედ სალაჰის ჩანაცვლებაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ფანებმა ამას სხვა კუთხით უნდა შეხედონ, რადგან მო სალაჰის ჩანაცვლება შეუძლებელია. მახსოვს, ერთ სეზონში ვიღაცას ველაპარაკებოდი, რომელმაც მითხრა, რომ მოს ცუდი სეზონი ჰქონდა. თუმცა, მას იმ სეზონში 25 გოლი ჰქონდა გატანილი! მეც სიამოვნებით ვიქონიებდი ასეთ „ცუდ“ სეზონს. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სეზონში 20-ზე მეტი, თითქმის 30 გოლი გააქვს.

არ მგონია, რომ მო სალაჰის ჩანაცვლება შესაძლებელი იყოს, მაგრამ მომწონს ის ბიჭი პსჟ-დან, ხვიჩა კვარაცხელია. ჩემი არჩევანი სწორედ ის იქნებოდა“.

Facebook კომენტარები