3 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"კვარაცხელია საქართველოსთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს!" - რას ამბობს სსრკ-ს ნაკრების ყოფილი რუსი ფეხბურთელი

საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ ბუბნოვმა ერთ-ერთ გადაცემაში საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მან რუსეთის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა მათ უპრობლემოდ მოუგებს:

"ახლა, მე შენ გეტყვი, რომ უკრაინა მოსკოვში გაგვარღვევს და ჩვენ კვარაცხელიასთან ერთად საქართველო მოსკოვში გაგვარღვევს. როგორ ითამაშეს მათ ევროპის ჩემპიონატზე? გუნდში სულ ლეგიონერები ჰყავთ! 

სომხეთი როგორ ითამაშებს ჩვენთან? მძიმე კითხვაა, არა?! ასეთი თამაშით მსოფლიოს ჩემპიონატზე საერთოდ ვერ მოვხვდებოდით, სანქციები რომ არ ყოფილიყო! განსაკუთრებით ნულოვანი მწვრთნელით!“

Facebook კომენტარები