2 საათის და 19 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"შეიძლება ნაკრებში ერთადაც ვითამაშოთ" - რა თქვა ხვიჩამ თავის პატარა ძმაზე, თორნიკეზე

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ერთ-ერთი საუბრისას, თავის პატარა ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზე საინტერესო რამ თქვა:

"ჩემს ძმას თორნიკეს რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში, მე ვუსურვებდი, რომ საამისოდ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

მას აქვს თვისებები რომ პროფესიონალი მოთამაშე გახდეს. შეიძლება ნაკრებში ერთადაც ვითამაშოთ", - თქვა კვარაცხელიამ.

Facebook კომენტარები