როგორც მოგეხსენებათ, FA თასის მატჩში გიორგი მამარდაშვილს "ბრაიტონთან" თამაშის საშუალება არ მიეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით არნე სლოტმა განმარტება გააკეთა.
"გასულ სეზონში თასზე სხვა არჩევანი გავაკეთეთ. როგორც წესი, ამ მატჩებში მეორე მეკარეს აყენებენ. მაგრამ ამჟამად ასე გადავწყვიტე.
"გიორგიმ პირველი თამაში იმიტომ ჩაატარა, რომ ალისონი ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში არ იყო, მას კი თამაში სჭირდებოდა.
"ახლა ალისონის დაყენება გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, გიორგი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ძალიან კარგი მეკარეა.
"ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, როდესაც ალის ტრავმის დროს ვაყენებდით. ჩემი შემადგენლობიდან ნათელია, ვინაა ძირითადი მეკარე, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, რა იქნება შემდეგ მატჩში", - თქვა სლოტმა.