პრემიერ ლიგის 27-ე ტურის წინ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკოფენრეცია გამართა.
მას FA თასის გასული მატჩის შესახებ ჰკითხეს, სადაც წითლების კარი, ყველასათვის მოულოდნელად, არა გიორგი მამარდაშვილმა, არამედ ალისონ ბეკერმა დაიცვა.
"რატომ არ ითამაშა მამარდაშვილმა ინგლისის ასოციაციის თასზე? ალისონის სასტარტოში დაყენებით რაიმე ახალი და გასაოცარი არ მომხდარა.
გასულ სეზონში ინგლისის ასოციაციის თასზე სხვა არჩევანი გავაკეთეთ, ეს მართალია. ჩემთვის, როგორც წესი, თასის მატჩები მეორე არჩევანის მეკარისთვისაა, თუმცა ამ ეტაპზე მე ვწყვეტ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა - გიორგიმ პირველი რაუნდი ითამაშა და მას ისევე ვაფასებ, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს.
ყოველი მატჩის წინ საუკეთესო გუნდს ვარჩევ, შესაბამისად, ბრაიტონთან გადავწყვიტე, რომ ალისონს უნდა დაეწყო სასტარტო შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ეს გიორგისთვის იმედგაცრუება იყო, რადგან ის ძალიან კარგი მეკარეა და კარგადაც თამაშობს, მის მდგომარეობაში შევდივარ."