14 საათის და 16 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარებიი - რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, GiveMeSport-მა მსოფლიოს ტოპ 20 საუკეთესო მეკარე გამვლინია.

ჩვენდა სასიხარულოდ ამ სიაში ლივერპულის ქართველი კიპერი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

25 წელის მეკარე სიაში მე-20 პოზიციას იკავებს:

"გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი ჰქონდა. ის უნარჩუნებდა აუტსაიდერ საქართველოს მოგების შანსებს, რაც საბოლოოდ პლეიოფის საგზურის მოპოვებით დასრულდა. კარის ხაზზე მისი თამაში საუკეთესო ფორვარდებსაც კი აშინებდა.

კრიშტიანუ რონალდუმ და პორტუგალიის ნიჭიერმა გუნდმა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს. ორი წლის წინ მამარდაშვილის მიერ ნაჩვენებმა გმირულმა თამაშმა დაარწმუნა „ლივერპული“, მასში დიდი ფული გადაეხადათ, შემდეგ კი ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დაებრუნებინათ, ახლა კი მამარდაშვილმა კაოიმჰინ კელეჰერი ჩაანაცვლა და „წითლების“ სათადარიგო მეკარის როლშია. პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულ „ლივერპულს“ ჰყავს ორი ისეთი მეკარე, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესოებს შორის არიან“, - წერს გამოცემა.

ტოპ 10 ასე გამოიყურება:

1. დავიდ რაია (არსენალი)

2. ტიბო კურტუა (რეალი)

3. ალისონ ბეკერი (ლივერპული)

4. ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი)

5. ჟოან გარსია (ბარსელონა)

6. იან ზომერი (ინტერი)

7. იან ობლაკი (ატლეტიკო)

8. მაიკ მენიო (მილანი)

9. მანუელ ნოიერი (ბაიერნი)

10. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).

Facebook კომენტარები