2 საათის და 5 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"არნე სლოტი გაგიჟდა?" - ლივერპულის ფანები მამარდას სკამზე დასმამ გააბრაზა

ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში ლივერპული ბრაიტონს უპირისპირდება.

ყველა ვარაუდობდა, რომ ამ მატჩში მერსესაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავდა.

თუმცა არნე სლოტმა სასტარტო შემადგენლობაში ალისონ ბეკერი გაამწესა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილებამ ინგლისელი ფანები გააბრაზა:

"სლოტს მამარდაშვილი არ მოსწონს თუ რა ხდება?" 

"სლოტი სულ გაგიჟდა? რატომ არ დააყენა მამარდაშვილი"

"აქ მაინც ათამაშს გიორგი, ის მომავლისთვის გვჭირდება"

"ვერ ვხსნი, რატომ არ დააყენა მამარდა სასტარტოში"

Facebook კომენტარები