როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯგუფი ასეთია:
უკრაინა, უნგრეთი, საქართველო, ჩრდ. ირლანდია.
ტურნირის წინა გათამაშების მსაგავსად, ჯვაროსნებს უკრაინასთან თამაში წელსაც მოუწევთ.
კენჭისყრა ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა და ექსპერტმა ვიტალი კვარციანიმ შეაფასა:
“ჩვენს ჯგუფში საშუალოზე უფრო მაღალი დონის გუნდებია. უნგრეთის ნაკრები ქარიზმატულია და არაფერს დათმობს. მხოლოდ ბოლო მომენტში ვერ მოახერხეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი-ოფში გაღწევა. მათთან თამაში ცალსახად არ იქნება ადვილი. მსგავსი ძალისმიერი სტილისაა ჩრდილოეთ ირლანდია, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვის.
რაც შეეხება საქართველოს, თუ არ იქნება კვარაცხელია, მაშინ იქ ისეთი არავინაა, ვისთანაც ითამაშებ. ჩემი ზრით, ქართველები ჩვენი ნაკრებისთვის გადაულახავ ბარიერს ვერ წარმოადგენენ. ერთ დროს შედეგების მხრივ გამონათება ჰქონდათ, მაგრამ საკმარისია შევხედოთ მსოფლი ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, სადაც ვილი სანიოლის შეგირდებმა ერთი მატჩი მოიგეს და ხუთი წააგეს. ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში პრობლემები შეგვიქმნეს, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მეტოქე ძალების დაძაბვით თამაშობდა და თავისი დონის შენარჩუნება დიდხანს არ შეეძლო. ისინი ტექნიკურები არიან, არასტანდარტულები. შეუძლიათ „გაისროლონ“, თუმცა ეს თავს ზევით ნახტომი იქნება.
მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ვინმესთან ადვილი ან რთული დაპირისპირება გველოდება. ჩვენს ჯგუფში არეცერთი მოწინააღმდეგე ერთ ადგილზე მდგომი არაა, ისინი შედეგის მისაღწევად დღე და ღამე სირბილს შეეცდებიან.
და მაინც, ფეხბურთელთა კლასითა და ჰარმონიულობით, რომლებიც დღეს ნაკრების კანდიდატები არიან, ჩვენს გუნდს ოპონენტებთან უპირატესობა აქვს. თუ შემოდგომაზე ჩვენი მოთამაშეები მწყობრში და კარგ ფუნქციონალურ მდგომარეობაში იქნებიან, სავსებით შესაძლებელია „ლურჯ-ყვითლები“ ერთა ლიგის უმაღლეს დივიზიონში პირდაპირ პირველი ადგილით გადავიდნენ“, - განაცხადა კვარციანიმ.