8 საათის და 56 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ის ძალიან ხშირად სიმულაციას მიმართავდა" - რას ამბობს რუსი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მარჯვენა მცველმა, პაველ მასლოვმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მას ხვიჩა კვარაცხელიასთან, რუბინში თამაშის პერიოდში, გადაკვეთა ბევრჯერ მოუწია.

მასლოვი ამბობს, რომ ქართველი სიმულაციას ხშირად მიმართავდა:

"კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში იყო შეუძლებელი, რადგან ყოველ შეხებაზე ის ეცემოდა და თავგანწირვით ყვიროდა. არბიტრები ამ ყველაფერს იჯერებდნენ, მოწინააღმდეგეები კი რთულ ვითარებაში ვარდებოდნენ. ასეთმა მოთამაშეებმა გულის სიღრმეში კარგად იციან, რომ სიმულაციას მიმართავენ.
რა უნდა უთხრა მათ ან რა პასუხს მიიღებ?! უმეტესობა თავს არიდებს საუბარს და ასე იყო ხვიჩას მიმართებაშიც - ის ხმას არ იღებდა. ეს ყველაფერი ფეხბურთის თამაშს უბრალოდ აუტანელს ხდის."

Facebook კომენტარები