ლა ლიგის მორიგ ტურში ვილაირეალმა ესპანიოლი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
ქართველმა ბომბარდირმა ჯერ ანგარიშის გამხსნელი აკრობატული გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასიც მიამატა.
გამოცემა Sofascore ჟორჟის თამაშს 8,7 ქულით აფასებს, რაც მოედანზე მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.