ოფიციალურად - თემურ ქეცბაიამ და ანორთოსისმა თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შეწყვიტეს.
კვიპროსული კლუბი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
"ანორთოსისი იუწყება, რომ თემურ ქეცბაიასა და მის ასისტენტებთან თანამშრომლობა დასრულებულია".
ცნობისთვის, ქეცბა კლუბში 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა, რის შემდეგაც ქართველმა გუნდს 20 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 5 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა, 8 კი წააგო.
ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში ამ ეტაპზე 20 ქულით მე-11 პოზიციაზეა, ადგილობრივი მედიის ცნობით, კი ქეცბაიას გათავისუფლების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგია.
აქვე შეგახსენებთ, რომ წარსულში ქეცბას ხელმძღვანელობით კლუბმა ორ-ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი და კვიპროსის თასი, ერთხელ კი კვიპროსის სუპერთასი.