1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

1954 წლის 4 აპრილს, თბილისში, "დინამო" - "სპარტაკის" მატჩისას, ათეულობით ქომაგი დაიღუპა... - რა მოხდა და როგორ მალავდნენ სპეცსამსახურები ამ ფაქტს?

71 წლის წინ, თბი­ლი­სის სტა­დი­ო­ნის ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და მოს­კო­ვის "სპარ­ტა­კის" შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გარ­და­იც­ვა­ლა. თა­მა­ში ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი იყო, 35-ათა­სი­ან­მა სტა­დი­ონ­მა კი ყვე­ლა მსურ­ვე­ლი ვერ და­ი­ტია და ბევ­რი მათ­გა­ნი ჭყლე­ტა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, თა­მა­ში შედ­გა და "დი­ნა­მომ" პრინ­ცი­პუ­ლი მე­ტო­ქე 2:1 და­ა­მარ­ცხა.

ეს ტრა­გე­დია 1954 წლის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას, 4 აპ­რილს მოხ­და. ამის შე­სა­ხებ აქ­სელ ვარ­თა­ნი­ან­მა პო­პუ­ლა­რულ რუ­სულ გა­მო­ცე­მა "სპორტ-ექ­სპრეს­ში" ვრცე­ლი წე­რი­ლი 2020 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გთა­ვა­ზობთ ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ას გა­ზეთ "ლე­ლოს" აქი­ვი­დან:

ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი ის არის, რომ ავ­ტო­რი იმ დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს, რაც რუ­სეთ­ში ვეტო და­დე­ბუ­ლია, ქარ­თულ ფეხ­ბურთში კი ყვე­ლას ახ­სოვს - ამ ყვე­ლა­ფერს 1953 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტი უძღო­და, რო­დე­საც იო­სებ სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას დახ­ვრე­ტის შემ­დეგ ან­ტი­ქარ­თუ­ლი ის­ტე­რია ატყდა, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნო­ბის შან­სი მოს­კოვ­ში მომ­ხდა­რის გამო წა­არ­თვეს - ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კოვ­ში თა­მაშს იგებ­დნენ, რა დრო­საც ტრი­ბუ­ნე­ბი­დან ხალ­ხი გად­მოხ­ტა და თა­მა­ში ჩა­შა­ლა, ამის კი მას­პინ­ძლე­ბის ნაც­ვლად "შავტრა­კი­ა­ნი" ქარ­თვე­ლე­ბი დაგ­ვსა­ჯეს - ასე­თი მო­რა­ლი და სა­მარ­თა­ლიც იყო იმ "ტკბილ" და "ნა­თელ" დრო­ში.

აქ­სელ ვარ­თა­ნი­ა­ნის მიერ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "სპორტ-ექ­სპრეს­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რილ­ში კი ის­ტო­რია ტა­ბუს გა­რე­შეა გად­მო­ცე­მუ­ლი.

"ფეხ­ბურ­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტი ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ხე­ო­ბა იყო. სა­კავ­ში­რო ტურ­ნი­რე­ბის მატ­ჩე­ბი, რო­გორც წესი, ხალ­ხმრა­ვალ ტრი­ბუ­ნე­ბის წი­ნა­შე ტარ­დე­ბო­და. თბი­ლის­ში სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ზე ბი­ლე­თის შე­ძე­ნა პრობ­ლე­მუ­რი იყო - მით უფრო იმ დროს და გან­სა­კუთ­რე­ბით, "სპარ­ტაკ­თან" შეხ­ვედ­რი­სას, რო­მე­ლიც თბი­ლი­სელ­თა პრინ­ცი­პუ­ლი მე­ტო­ქე იყო. ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გა­დამ­ყიდ­ვე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბულ­ზე ბევ­რად მა­ღალ ფასს ითხოვ­დნენ. გარ­და ამი­სა, ეს იყო გა­სუ­ლი სე­ზო­ნის ორი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დის შეხ­ვედ­რა. წინა სე­ზო­ნის ფი­ნიშ­ზე მომ­ხდა­რი მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბის კონ­ტექ­სტში, მატჩმა პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნა. 1953 წლის ბო­ლოს, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლი­სე­ლებს ოქ­როს მატჩში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა წა­არ­თვეს და ჩემ­პი­ო­ნად "სპარ­ტა­კი" გა­მო­ა­ცხა­დეს" - წერს ავ­ტო­რი.

ის "სპორტ-ექ­სპრეს­ში" დე­ტა­ლებ­ზე წერს:

"რო­დე­საც თა­მა­ში მო­ახ­ლოვ­და, ვნე­ბე­ბი გამ­ძაფ­რდა და გი­ჟუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი შე­იქ­მნა. სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთლი­ა­ნი მამ­რო­ბი­თი მო­სახ­ლე­ო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის­კენ და­იძ­რა. მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ტრი­ბუ­ნე­ბის ტე­ვა­დო­ბას ბევ­რად გა­და­ა­ჭარ­ბა. უზარ­მა­ზარ ციფ­რებს ასა­ხე­ლე­ბენ - 200, 350 და სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნელ 500 ათას­საც კი. უსი­ა­მოვ­ნო მო­ლო­დინ­ზე ბუ­ნე­ბაც გვაფრ­თხი­ლებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 2 აპ­რი­ლის დი­ლით, თოვ­ლი წა­მო­ვი­და, რა­საც თბი­ლის­ში ზამ­თარ­შიც ვერ ნა­ხავ­დით. იქ­ნებ ბუ­ნე­ბამ ცუდი ამ­ბა­ვი იგ­რძნო და უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სცა­და? ან იქ­ნებ, ნი­შა­ნი მი­ე­ცა, რათა ხალ­ხს ბი­ლე­თის ძებ­ნა შე­ე­წყვი­ტა და თბილ სახ­ლში პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძის რა­დი­ო­რე­პორ­ტა­ჟით ესარ­გებ­ლა? ...მაგ­რამ განა მათ შე­ა­ჩე­რებ­დით! მატ­ჩის დღეს, 4 აპ­რილს, უკვე მზე ანა­თებ­და და თოვ­ლი დად­ნა. მაგ­რამ მინ­დვ­რის გაწ­მენ­და ვერ მო­ხერ­ხდა".

შტურ­მი

დი­ლი­დან­ვე უბი­ლე­თო ადა­მი­ა­ნე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა ჯგუფ­მა შე­სას­ვლე­ლი ალ­ყა­ში მო­აქ­ცია. მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე ბი­ლე­თე­ბის ბედ­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბი და­იძ­რნენ, მაგ­რამ მჭიდ­რო რი­გე­ბის გამო, სტა­დი­ონ­ზე შეღ­წე­ვა ბევ­რმა ვერ მო­ა­ხერ­ხა. თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა კონ­ტრო­ლი­ო­რე­ბის და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მყი­ფე რი­გე­ბი გა­არ­ღვია.

პა­ნი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სტა­დი­ო­ნის რკი­ნის კა­რე­ბის ჩა­კეტ­ვა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს, რათა ხელ­მე­ო­რე გარ­ღვე­ვა აღეკ­ვე­თათ. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ერ­თა­დერთ ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელს მი­ა­წყდა - გე­ნე­რა­ლუ­რი იე­რი­შიც მა­ლე­ვე და­ი­წყო. მი­ლი­ცი­ის რაზ­მებ­მა ადა­მი­ა­ნურ სტი­ქი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს. მაგ­რამ არა მარ­ტო მათ - ხალ­ხს მა­სი­უ­რი რკი­ნის ღო­ბე­ებ­მაც ვერ გა­უძ­ლო და ასე­თი ზე­წო­ლის შემ­დეგ ჯარ­თად გა­და­იქ­ცა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჭყლე­ტის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრი­ბუ­ნე­ბი და კი­ბე­ე­ბი თა­მა­შის და­წყე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე გა­ივ­სო. შტურ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყველ­გან სხდე­ბოდ­ნენ, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო - მა­ნამ­დე შე­სულ­თა მუხ­ლებ­ზე, პირ­ველ და მე­ო­რე ია­რუ­სის შო­რის და არე­ნის მთელს პე­რი­მეტრზე, სა­ი­და­ნაც თა­მაშს მხო­ლოდ "გუ­ლი­ვე­რე­ბი" ხე­დავ­დნენ.

და­ნარ­ჩე­ნი მოვ­ლე­ნებს ტრი­ბუ­ნე­ბის გუ­გუ­ნი­თა და წინ მყოფ­თა რეპ­ლი­კე­ბით იგებ­დნენ. პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა - ყვე­ლას უხა­რო­და: ვინც ვერ ხე­დავ­და, სა­ათ­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­კა­ლუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო დღე­სას­წა­უ­ლის ატ­მოს­ფე­რო­თი სუნ­თქავ­და, და­ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად, უკი­დუ­რე­სად ბედ­ნი­ე­რი იყო - თბი­ლი­სე­ლებ­მა მო­ი­გეს. ტრი­ბუ­ნე­ბის და­ტო­ვე­ბი­სას, თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და გო­ლებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლე­ბით და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი რკი­ნის ღო­ბე­ე­ბი ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნა.

დუ­მი­ლის შეთ­ქმუ­ლე­ბა

ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მთელს ქა­ლაქ­ში გავ­რცელ­და, რაც ყო­ველ­თვის და­სა­ჯე­რე­ბე­ლი არ იყო. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, მომ­ხდარ­ზე ინ­ფორ­მა­ცია უცხო­ურ­მა რა­დი­ო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. ჰყვე­ბოდ­ნენ დე­ტა­ლებ­ზე, 60 ან 70 გარ­დაც­ვლილ­ზე, მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბას, რომ­ლებ­მაც ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ხლის კვა­ლი გა­აქ­რეს... მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პრე­სა დუმ­და. სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის გა­მო­ცე­მა "კო­მუ­ნის­ტმა" და მის­მა რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ვა­რი­ან­ტმა, "ზა­რია ვოს­ტო­კამ" მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ერ­თგუ­ლად აღ­წე­რეს - და მეტი არა­ფე­რი ("ლელო" - ალ­ბათ, "პრავ­და" და "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და" აღ­წედ­ნენ პი­რუთ­ვნე­ლად საბ­ჭო­ეთ­ში იმ დრო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს).

7 აპ­რილს, სპორ­ტულ­მა გა­ზეთ­მა "ლე­ლომ", მატ­ჩის ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟის გვერ­დით, რეს­პუბ­ლი­კის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფის აღ­შფო­თე­ბუ­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა - "სტა­დი­ონ­ზე წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია". ისი­ნი სტა­დი­ო­ნის დი­რექ­ცი­ი­სა და მი­ლი­ცი­ის მუ­შა­ო­ბას გმობ­დნენ.

ერთი დღით ადრე, "ლე­ნინ­სკოე ზნა­მი­ამ" (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქის (ანუ სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის გა­მო­ცე­მა), თა­მა­შის აღ­წე­რის შემ­დეგ მოკ­ლედ და­წე­რა:

"უნდა აღი­ნიშ­ნოს თბი­ლი­სის სტა­დი­ო­ნის დი­რექ­ცი­ის და­უ­ფიქ­რებ­ლო­ბა და ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­მაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ვერ შეძ­ლო".

მე­ო­რე დღეს, იმა­ვე გა­ზეთ­მა ნეკ­რო­ლო­გი გა­მოქ­ვეყ­ნდა და ირი­ბად უარ­ყო ხმე­ბი ჭყლე­ტა­ში ცნო­ბი­ლი გე­ნერ­ლის, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ომი მოს­კო­ვი­დან ბერ­ლი­ნამ­დე გა­ი­ა­რა. ჭყლე­ტა­ში ომის მო­ნა­წი­ლე ნამ­დვი­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ უფრო ნაკ­ლე­ბი წო­დე­ბის მქო­ნე: "1954 წლის 4 აპ­რილს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა პოლ­კოვ­ნი­კი ანა­ტო­ლი ვა­სი­ლის ძე სო­კო­ლო­ვი", - ეწე­რა ნეკ­რო­ლოგ­ში.

ფულს სის­ხლის სუნი ას­დის

დიდი რის­კის ფა­სად, მომ­ხდარ­ზე რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ახალ­გაზ­რდულ­მა გა­ზეთ­მა და­წე­რა: თა­მაშ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სტრი­ქო­ნი იყო, ხოლო ფე­ლე­ტო­ნის ჟანრ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას ერ­ქვა - "სტა­დი­ო­ნის შე­სას­ვლელ­თან". მას ხელს ვი­ნემ ა. ბუს­ლა­ე­ვი აწერ­და. ავ­ტო­რი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­და შტურმს. მისი აზ­რით, პო­ლი­ცი­ის უუ­ნა­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან ხალ­ხის კრი­ტი­კუ­ლი მასა ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა. იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც და­წე­რა, რომ­ლებ­მაც წი­ნა­სა­მატ­ჩო აჟი­ო­ტა­ჟით მაქ­სი­მა­ლუ­რად ისარ­გებ­ლეს. მაგ­რამ შე­დე­გებ­ზე გა­ჩუ­მე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

ა. ბუს­ლა­ე­ვი მოგ­ვი­თხრობს რა მოხ­და მატ­ჩის წინა დღეს, 3 აპ­რილს:

"სტა­დი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლე­ბამ­დე მო­ი­ფიქ­რა. თა­მა­შამ­დე ორი დღით ადრე, პლა­კა­ტე­ბი არ გა­მო­აკ­რა და სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ე­ბიც და­კე­ტი­ლი იყო. ჭორი გავ­რცელ­და: ბი­ლე­თე­ბი მხო­ლოდ შეკ­ვე­თით გა­ი­ყი­დე­ბაო. მატ­ჩის წინა დღეს კი... სტა­დი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ამ­ხა­ნაგ ვ. გვარ­ჯა­ლა­ძეს თან ახ­ლდნენ ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის, სა­წარ­მო­ე­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ ხელ­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი ჰქონ­დათ. საკ­მა­რი­სი ესეც არ იყო - ბი­ლე­თე­ბის აღე­ბა არც ისე ად­ვი­ლია. უპირ­ვე­ლე­სად, სტა­დი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის დად­გე­ნი­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო (რო­მელ­საც სტა­დი­ონ­ზე მოხ­ვედ­რის მსურ­ვე­ლე­ბი დი­ლა­უ­თე­ნია და­ესხნენ თავს) ან მისი მო­ად­გი­ლის. იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან პი­რებს კი, რომ­ლებ­მაც გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღეს, უნდა გა­ეძ­ლოთ სტა­დი­ო­ნის სა­ლა­რო­ებ­თან ბრძო­ლა­ში, სა­დაც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი წა­რუ­მა­ტებ­ლად ცდი­ლო­ბენ ხალ­ხის მო­გე­რი­ე­ბას".

"აშ­კა­რაა, თუ რა მოხ­და სტა­დი­ონ­ზე და რა შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა "დი­ნა­მოს" საბ­ჭო­სა და სტა­დი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბამ. მათ "მო­ი­ფიქ­რეს" და ბი­ლე­თე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­ყიდ­ვა თა­მა­შის დღემ­დე გა­და­დეს. ამ დროს და­ა­ვი­წყდათ ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მატჩზე მოხ­ვედ­რის იმედს არ კარ­გავ­დნენ. რო­დე­საც ბრბო კა­რის გა­ღე­ბას შე­ე­ცა­და, ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ მოხ­და.

ამა­ში დამ­ნა­შა­ვე­ებს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მჭიდ­რო რკა­ლიც ვერ იხ­სნის სტა­დი­ო­ნის შე­სას­ვლელ­თან თბი­ლი­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გულ­წრფე­ლი აღ­შფო­თე­ბის­გან, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მატ­ჩის დღეს ბი­ლე­თე­ბი შავი ბა­ზარ­ზე ეყი­და" - წერ­და 4 აპ­რილს "ახალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნის­ტი". იქ­ვეა ფოტო. ცენ­ტრში გა­დამ­ყიდ­ვე­ლი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ხალ­ხით, გარ­შე­მო კი - არც ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი არ არის. წეს­რი­გის დამ­ცვე­ლებს კი "ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბის" მიღ­მა მოხ­ვედ­რის სა­ო­ცა­რი უნა­რი აღ­მო­აჩ­ნდათ.

"ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი" წა­გე­ბა­ში არ დარ­ჩნენ: დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხუთ­მა­ნე­თი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბის ფასი 15 მა­ნე­თი­დან 40-მდე გა­ი­ზარ­და. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ­მა სი­ხარ­ბემ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ამ­ბო­ბენ, რომ ფულს სუნი არ აქვს. ნუ იქ­ნე­ბით გუ­ლუბ­რყვი­ლო­ე­ბი - მას სის­ხლის სუნი აქვს.

ორი წუ­თით ადრე...

რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა თა­ვად თა­მა­შის შე­სა­ხებ. ვინც რა უნდა თქვას, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის 1953 წლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან წარ­თმე­უ­ლი ჩემ­პი­ო­ნო­ბის შემ­დეგ ეს პრინ­ცი­პუ­ლი მატ­ჩი იყო. მათი შან­სე­ბი უფრო მე­ტად შე­ფას­და: უკი­დუ­რე­სად დიდი იყო მათი მო­ტი­ვა­ცია, სპორ­ტუ­ლა­დაც უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­დათ (გა­ზა­ფხულ­ზე სამ­ხრეთ გუნ­დე­ბი უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ), ძლი­ერ­მოქ­მე­დი დო­პინ­გის როლს კი გა­დავ­სე­ბუ­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ...

პირ­ველ­მა ნა­ხე­ვარ­მა თე­ო­რი­უ­ლი გა­მოთ­ვლე­ბი გა­მო­რი­ცხა. ნერ­ვუ­ლი, სა­ში­ნე­ლი და­სა­წყი­სის შემ­დეგ, თა­მა­ში მო­ედ­ნის თბი­ლი­სის ნა­ხე­ვარ­ზე გა­და­ვი­და. ჩემ­პი­ო­ნი გა­ბე­დუ­ლად, თავ­ხე­დუ­რად, ეტი­კე­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, ისე იქ­ცე­ო­და, რო­გორც სახ­ლში. ორ­ჯერ ილინ­მა ვერ გა­ი­ტა­ნა. ერთხელ მას­პინ­ძლე­ბი მე­კა­რე მარ­ღა­ნი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა, ხოლო მე­ო­რედ, რო­დე­საც კარი "და­კარ­გა", მცველ­მა სარ­ჯვე­ლა­ძემ ბურ­თი კა­რის ხა­ზი­დან გა­მო­ი­ტა­ნა.

ფეხ­ბურ­თის გარ­და­უ­ვალ­მა კა­ნონ­მა "სპარ­ტა­კი" ამის გამო და­სა­ჯა. სე­დოვ­მა გაგ­ნი­ძის გარ­ღვე­ვი­სას ხე­ლით ითა­მა­შა და გო­გო­ბე­რი­ძემ პე­ნალ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა.

"სპარ­ტაკ­მა" ან­გა­რი­ში შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ნაბ­რა. ტა­ტუ­შინ­მა შვი­დი მეტ­რი­დან გა­ი­ტა­ნა. სტუმ­რე­ბი ამ შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბოდ­ნენ, რაც მათი საქ­ცი­ე­ლი­დან ჩან­და. ორი წუთი არ ეყოთ. ჩემ­პი­ონ­მა სიფრ­თხი­ლე და­კარ­გვა, რი­თაც თბი­ლი­სე­ლებ­მა მა­შინ­ვე ისარ­გებ­ლეს.

თბი­ლი­სელ­თა კა­პი­ტან ღო­ღო­ბე­რი­ძის დარ­ტყმა ძელს მოხ­ვდა, კა­ლო­ე­ვის გან­მე­ო­რე­ბით­მა დარ­ტყმამ კი ათი­ა­თა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ა­ხა­რა, რაც უზარ­მა­ზა­რი მი­წისძვრის ტოლ­ფა­სი იყო. ტრი­ბუ­ნებ­მა ამ­ჯე­რა­დაც გა­უძ­ლეს - რა კარ­გად აუ­შე­ნე­ბი­ათ!

დი­ნა­მო­ე­ლებს და მათ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, თავი გა­სუ­ლი წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­რა­ლურ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბად ჩა­ეთ­ვა­ლათ. ახალ ჩემ­პი­ო­ნატ­ში კი პირ­ვე­ლი ორი ქულა მო­ი­პო­ვეს - თა­ნაც, პირ­და­პირ კონ­კუ­რენ­ტთან ბრძო­ლა­ში: ამა­ში ბევრ მათ­განს ეჭვი არც შე­უ­ტა­ნია.

ბო­ლო­ში სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აქ­სელ ვარ­და­ნი­ა­ნი იხ­სე­ნებს:

"P.S. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე (იმ დროს - მე­ა­თე კლა­სის მოს­წავ­ლე) წი­ნას­წარ მი­ვე­დი სტა­დი­ონ­ზე და ჩემს ად­გილ­ზე დავ­ჯე­ქი. და­წყე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თით ადრე, რო­დე­საც გუნ­დებ­მა სტა­დი­ო­ნის გა­სახ­დე­ლი და­ტო­ვეს, ზღვა ხალ­ხი მა­შინ მო­ა­წყდა - ისი­ნი მა­ნამ­დე დამ­ჯდარ­თა მუხ­ლებ­ზეც მო­თავ­სდნენ. არა­ვის და­უ­წუ­წუ­ნია: გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ძმო­ბა მა­შინ სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მხო­ლოდ შეს­ვე­ნე­ბის დროს გვიყ­ვე­ბოდ­ნენ. რა უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რეს. ამ­ბოდ­ნენ, რომ იმ დღეს სტა­დი­ონ­ზე დას­წრე­ბა და­საშ­ვებ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ნი­მუმ ერ­თნა­ხე­ვარ­ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და".

Facebook კომენტარები