მედიაში ხშირად ვარაუდობენ, რომ 2026 წელი UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
სასიხარულოა, რომ ამ წელს ქართველი მებრძოლები ერთ-ერთ მთავარ როლში იქნებიან.
როგორც იწერება, დანა უაითს და UFC-ის ხელმძღვანელობას სურს, რომ ქართველ და რუს მებრძოლებს შორის 3 ბრძოლა გაიმართოს:
ილია თოფურია VS ისლამ მახაჩევი;
მერაბ დვალიშვილი VS პიოტრ იანი;
ალექსანდრე თოფურია VS უმარ ნურმაგომედოვი;
მერაბისა და იანის მესამე ბრძოლა ოფიციალურად ვიცით, რომ გაიმართება.
რაც შეეხება დანარჩენ ბრძოლებს, ილია ჯერ პედი პიმბლეტსა და დასტინ გეიჯის შორის გამაჯრვებულს შეხვდება, შემდეგ კი შესაძლოა მახაჩევთან სუპერ ბრძოლაც ვიხილოთ.
ალექსანდრეს კი კიდევ გამარჯვებები სჭირდება, რათა უმართან ბრძოლა მიიღოს.