2026 წელი ქართველი მებრძოლებისთვის დაბრუნების უნდა იყოს.
როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის წინააღმდეგ საჩემპიონო ტიტული დაკარგა.
ილია თოფურიამ კი ოჯახური მიზეზების გამო 2026 წლის პირველ მესამედში ბრძოლაზე უარი თქვა და მისი ქამარი ვაკანტური გახდა, რომლისთვისაც პედი პიმბლეტი და დასტინ გეიჯი იბრძოლებენ.
სუპერკომპიუტერმა ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთა:
"მერაბ დვალიშვილი 2026 წელს საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს და კიდევ ერთხელ დაიცავს. ხოლო ილია თოფურია ჯერ პედი პიმბლეტსა და დასტინ გეიჯის შორის გამარჯვებულს დაამარცხებს, შემდეგ კი ისლამ მახაჩევთან იბრძოლებს".