UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგიმ, ესპანეთის პოლიციას სოციალურ ქსელებში მიღებული მუქარების გამო მიმართა.
გავრცელებული ცნობებით, ბადელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ქალი ილიასთან განქორწინების დეტალებზე საჯაროდ კომენტარს არ გააკეთებს.
მოგეხსენებათ, განქორწინების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება - ირკვევა, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან ფინანსურ პირობებზე.
როგორც იცით, ილია თოფურიამ ოჯახური მიზეზების გამო UFC-ში გამოსვლები დროებით შეაჩერა.