1 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მერაბი დაბრუნდება და ქამარს დაიბრუნებს!" - ალექსანდრე თოფურია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ესპანურ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

მას სასურველი მეტოქის შესახებ ჰკითხეს:

"ჩემი სასურველი მეტოქე? მე მხოლოდ ჩემპიონზე ვფიქრობ, ამჟამად ეს პიოტრ იანია, თუმცა ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მერაბი დაბრუნდება და ქამარს დაიბრუნებს!

როცა მერაბი ჩემპიონია, მეც მშვიდად ვარ", - განაცხადა ალექსანდრემ.

Facebook კომენტარები