UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა ერთ-ერთ ინტერვიუში ილიოა თოფურიას შესახებ ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ელ მატადორს UFC-ის ჩემპიონის სტატუსი უნდა ჩამოართვას:
"ერთი კვირის წინ UFC-ის წარმომადგენელს შევხვდი, რომელსაც ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. ეს პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ილიას საჩემპიონო ქამარი უნდა ჩამოართვან, რაც გამიკვირდა, მაგრამ ბოლომდე მოვუსმინე. მისი არგუმენტი ასეთი იყო: დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი ინიშნება მაშინ, როდესაც მოქმედ ჩემპიონს ტრავმა აქვს ან ავადმყოფობას ებრძვის (დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი ჩხუბობენ). თუ გვინდა, მოქმედ ჩემპიონს ღირსეულად მოვექცეთ, რადგან ის ოქტაგონში ტრავმის ან ავადმყოფობის გამო ვერ შედის, მაშინ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბს ვაანონსებთ. თუმცა, როგორც კი თოფურია ამბობს, რომ მისი პაუზა სხვა მიზეზით არის განპირობებული, მას ტიტული უნდა ჩამოერთვას.
ამ დიალოგის შემდეგ მანქანაში ჩავჯექი, სასტუმროში დავბრუნდი, დავფიქრდი და მივედი იმ აზრამდე, რომ მის სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად არსებობს. თუ ოქტაგონში სხვა მიზეზის გამო არ შედიხარ, UFC-ის წარმომადგენელი სწორია და თოფურიას ქამარი უნდა წაართვან. სიმართლე გითხრათ, ილიას მხარეს ვარ და არ მინდა, ტიტული ჩამოართვან. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია და უდანაშაულოა, თუმცა, დიახ, ობიექტურად მას ქამარი უნდა წაართვან. თუ ტრავმა არ აქვს და სხვა რაღაცის გამო ვერ ჩხუბობს, ქამარი უნდა ჩამოართვან.“