UFC-ს დაღესტენლმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან თავისი მომავალი ბრძოლის შესახებ ისაუბრა:
"ინტერვიუში ვთქვი, რომ კამარუ უსმანთან ჩხუბი მინდოდა. როგორც ვხედავ, მედიას ამ ბრძოლის არ სჯერა, მაგრამ ჩემი აზრით, უსმანი ნებისმიერ ახლად გამოჩენილ ბიჭს გადაუვლიდა: მორალესს, პრატესს... ეს ბიჭები ჯერ არავის შეუმოწმებია.
ვფიქრობ, უსმანი ჩემთვის ყველაზე რთული ბრძოლა იქნება და მედიის დახმარებით შეგვიძლია კარგი დაპირისპირება შევქმნათ - ყოფილი ჩემპიონი, ყველაზე მეტი სატიტულო დაცვა ქვესაშუალო წონაში. შეგვიძლია ეს ბრძოლა პოპულარული გავხადოთ და სახალისო საყურებელი იყოს.", - განაცხადა დაღესტენლმა.