5 დღის და 9 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჯაკუზიში ყოფნისას ზედმეტად ბევრი ქლორი შეისუნთქე.." - რა თქვეს მერაბ დვალიშვილზე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში მერაბ დვალიშვილმა ანატოლი მალიხინი გაიხსენა - მებრძოლი, რომელმაც წაგებული სანაძლეოს პირობა არ შეასრულა.

კერძოდ, მალიხინმა და მერაბმა ალჯამეინ სტერლინგისა და პიოტრ იანის მეორე ჩხუბზე სანაძლეო დადეს და წაგებულს გამარჯვებულისთვის 50 000 დოლარი უნდა გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ალჯომ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა მალიხინმა პირობა ბოლომდე არ შეასრულა და მერაბს თანხის მხოლოდ ნაწილი გადაურიცხა.

ამასთან დაკავშირებით მალიხინმა ქართველ ჩემპიონს პასუხი დაუბრუნა.

"ან ჯაკუზიში ყოფნისას ზედმეტად ბევრი ქლორი შეისუნთქე, ან შენმა ღვიძლმა ყველა ტოქსინი გამოუშვა და მათ შენს ტვინს დაარტყეს. ფული მოგცეს და დარჩენილი ნაწილი ტაილანდში, პირადად ჩემგან უნდა მიგეღო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, უკან დაიხიე და არ გამოჩენილხარ.“

Facebook კომენტარები