5 დღის და 22 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ვისაც თავისი სამშობლო არ უყავრს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასდროს დააფასებს სხვის სიკეთეს" - ინგა თოფურიას გამოხმაურება

რამდენიმე თვის წინ ქართველმა სპორტსმენმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გულწრფელ და მოტივაციურ წერილი გაავრცელა:

"არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება."

"ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ."

ნამდვილი გამარჯვება ეს არის - არასდროს უნდა დაივიწყო, საიდან მოდიხარ და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა,“ - წერს თოფურია.

ამ პოსტზე კომენტარი ქართველი ჩემპიონის დედამ, ინგა თოფურიამ დატოვა:

"ვისაც თავისი სამშობლო არ უყავრს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასდროს დააფასებს სხვის სიკეთეს. უფალმა დაგლოცოს შვილო. ულევი წარმატება და ბევრი ადამიანის გახარება შეგძლებოდეს, დე. გქონდეს მშვიდობა, ბედნიერება და მადლიერებით სავსე გული", - წერს ინგა თოფურია.

Facebook კომენტარები