1 კვირის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ახლა მერაბის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგძნობ" - დანა უაითი

ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. 

სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ბრძოლის შემდეგ გაამრთულ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა მერაბის შესახებ ისაუბრა:

"მერაბ დვალიშვილი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, ვინც კი მინახავს. 

თავდაპირველად ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, თუმცა ახლა მის მიმართ მხოლოდ პატივისცემას ვგძნობ", - თქვა დანა უაითმა.


Facebook კომენტარები