1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ბოდიშს გიხდით, რომ დამარცხებით იმედები გაგიცრუეთ..." - ვრცელდება მერაბ დვალიშვილის ოფიციალური განცხადება

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და ჩემს ქვეყანას იმ უდიდესი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. მოგებისა თუ წაგების მიუხედავად, თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ და ამის გამო უზომოდ მადლიერი ვარ!

ბოდიშს გიხდით, რომ დამარცხებით იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ იცოდეთ, 100 პროცენტით უფრო ძლიერი დავბრუნდები, რათა დავიბრუნო ის, რაც მე მეკუთვნის!

ყველას საყურადღებოდ, ვინც ჩემზე ნერვიულობდით, კარგად ვარ, მხოლოდ რამდენიმე იარა მაქვს. ვეცდები, ყველა შეტყობინებას ვუპასუხო, მაგრამ გთხოვთ, თუ ვერ გიპასუხებთ, პირადულად ნუ მიიღებთ. თქვენი შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრია და ყველას ვაფასებ.

შაბათი ჩემი დღე არ იყო – იანი უკეთესი გახლდათ, ვულოცავ მას და მის გუნდს გამარჯვებას. ზედმეტად ნუ მოდუნდებით – ყველაფერს უკან დავიბრუნებ. იმედი მაქვს, რევანში რაც შეიძლება მალე შედგება“, – წერს დვალიშვილი.

Facebook კომენტარები