1 საათის და 29 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის მანძილზე

ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. 

სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენი ჩემპიონისთვის 2025 წელი წარმატებულად უნდა შევაფასოთ.

იანვრიდან მოყოლებული 4 საჩმპიონო ბრძოლის შემდეგ მერაბმა ქამრის დაცვა 3-ჯერ მოახერხა.

უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, "ქართველმა მანქანამ" ამ ოთხი ბრძოლიდან ჯამურად დაახლოებით 6.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა 2025 წელს უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო'მალი და კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

Facebook კომენტარები