2 საათის და 26 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ხამზატ ჩიამევი მერაბ დვალიშვილის პიოტრ იანთან ბრძოლას გამოეხმაურა

ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. 

სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

აღნიშნულ ბრძოლას სოციალურ ქსელში ხამზატ ჩიმაევი გამოეხმაურა:

"პიოტრ იან, გილოცავ შეანიშნავ ბრძოლას. მერაბ, გისურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებასა და უფრო ძლიერ დაბრუნებას", - წერს ხამზატი.

Facebook კომენტარები