ლას-ვეგასში, „თი-მობაილ არენაზე“ გამართული UFC 323-ის მთავარი დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
სუპერმსუბუქი წონის ქართველი ლიდერი, მერაბ დვალიშვილი პეტრ იანთან რემატჩში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
აღნიშნულ ბრძოლას სოციალურ ქსელში ილია თოფურია გამოეხმაურა:
"ძმაო, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, მაგრამმ ჩვენთვის შენ ყოველთვის საუკეთესო იქნები! შენ ბევრად უფრო ძლიერი დაბრუნდები."